Volvo Cars 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დანერგავს
საქართველო, თბილისი - 14:18 | 21.01.2020 ნანახია: 1943
Volvo Cars და კავშირგაბმულობის წამყვანი პროვაიდერი China Unicom ერთობლივად იმუშავებენ ჩინეთში შემდეგი თაობის - 5G მობილური ქსელის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ავტომობილებში, რათა გააუმჯობესონ ჩინეთის ინფრასტრუქტურა.
კომპანიები შეთანხმდნენ 5G-ს და ავტომობილის ყოვლისმომცველი ინოვაციური ტექნოლოგიის V2X-ის კვლევის, შემუშავების და მისი ავტოწარმოებაში გამოყენების შესახებ.
მობილური ქსელის ტექნოლოგიის მეხუთე თაობა 5G ბევრად სწრაფია, გააჩნია მონაცემთა უფრო მაღალი მოცულობა და გვთავაზობს რეაგირების გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე მისი წინამორბედი 4G, რაც ავტომობილებში უფრო მეტი აპლიკაციის გამოყენებას ხდის შესაძლებელს.
Volvo Cars და China Unicom იკვლევენ 5G ტექნოლოგიის სხვადასხვა აპლიკაციების ფართო სპექტრს ავტომობილებსა და ინფრასტრუქტურას შორის კომუნიკაციისთვის და ადგენენ პოტენციურ გაუმჯობესებებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოება, მდგრადობა, მომხმარებელთა კომფორტი და ავტონომიური მართვა. მაგალითისთვის, როდესაც ავტომობილისთვის ცნობილია მოძრაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი დაბრკოლებები, როგორებიცაა სამუშაოები გზებზე, საცობი ან ავტოსაგზაო შემთხვევა, უპირატესი მოქმედება შესაძლოა იყოს სიჩქარის შენელება ან სხვა მარშრუტის არჩევა, რაც დაგვეხმარება უსაფრთხო მოძრაობის შენარჩუნებაში, ამავდროულად თავიდან აგვარიდებს გაჩერება-დაძვრის რეჟიმში მოძრაობას და გააუმჯობესებს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას.
ტექნოლოგია ასევე მოიცავს ავტომობილის უნარს, მოძრაობის კამერების დახმარებით უფრო ადვილად იპოვოს ღია საპარკინგე ადგილები. ავტომობილებს ასევე შეეძლებათ კავშირი დაამყარონ შუქნიშნებთან, რათა განსაზღვრონ ოპტიმალური სიჩქარე და შექმნან ეგრეთწოდებული „მწვანე ტალღა“, ასევე დაამყარონ კავშირი ერთმანეთთან, რათა უსაფრთხოდ შევიდნენ და დატოვონ მაგისტრალები.
"ვოლვო მუდამ ლიდერი იყო ავტომობილების ურთიერთდაკავშირების პოტენციალის რეალიზებაში, რათა დაინერგოს ახალი ფუნქციები და სერვისები, როგორიცაა მოლიპული გზების ადგილმდებარეობების აღმოჩენა და ავტომობილებს შორის გაზიარება.
5G-სთან ერთად უმჯობესდება უკუკავშირის მაჩვენებლები, რაც ბევრად მეტ რეალური დროის მნიშვნელოვან სერვისს განავითარებს და დაეხმარება მძღოლს, რომ იყოს უფრო უსაფრთხოდ, ასევე ავტომობილის მართვა მისთვის გახდეს მოქნილი და სასიამოვნო.
ჩვენ მოუთმენლად ველით ამ სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით China Unicom-თან თანამშრომლობის შედეგებს ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადა Volvo Cars-ის ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.
"როგორც ინოვაციების ლიდერი 5G სფეროში, China Unicom მოწოდებულია შექმნას ახალი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და გადაწყვეტილებები ჭკვიანი ინტერნეტკავშირების სფეროში. 5G მთლიანად შეძლებს ავტონომიური მართვის განვითარებას, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის ახალ გამოცდილებას - ხალხის, ავტომობილების, ქსელის და "ქლაუდის" ერთიერთქმედებების სისტემის დანერგვით.
გვჯერა, რომ China Unicom და Volvo Cars წარმატებით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და შექმნიან ბიზნესის სწრაფად განვითარების მარშრუტს, რომელიც ვფიქრობთ ჩინეთში დარგის მოდელი გახდება", - განაცხადა China Unicom-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლიანგ ბაოჯუნიმ.
Volvo Cars-ის თანამშრომლობა China Unicom-თან, ეხმარება მას სათანადოდ იყოს მომზადებული ადგილობრივი მოთხოვნებისთვის და შექმნას V2X-ის ძლიერი პლატფორმა მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე. კომპანიის გეგმები 5G დაკავშირების დანერგვის შესახებ, როგორც ვოლვოს მომდევნო თაობის ნაწილი, ეფუძნება SPA2 მოდულური ტიპის ავტომობილის არქიტექტურის მომდევნო თაობას.
პოლიტიკა
- ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
- ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეების ლეგიტიმურ კრიტიკას ძალაუფლებრივი ვერტიკალის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფის ნიაღვარი მოყვება - "ფედერალისტები"
- მზია ამაღლობელის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა - სახალხო დამცველის ანგარიში
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
- ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















