თბილისს დამატებით 40 ახალი ავტობუსი მოემსახურება
საქართველო, თბილისი - 12:58 | 21.01.2020 ნანახია: 961
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი წარუდგინა. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.
დედაქალაქის მერმა ავტობუსის ქალ მძღოლთან ერთად იმგზავრა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რვამეტრიანი ავტობუსების გარდა, დაახლოებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაც იგეგმება, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დედაქალაქს "ისუზუს" მარკის 40 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი შეემატა. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა, იმ პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც საზოგადოებას ორი წლის წინ წარვუდგინეთ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი მოწესრიგებული და გამართული იყოს, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია. ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკის სრულ ჩანაცვლებას ძალიან მალე დავასრულებთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით.
პარალელურად, გვინდა, დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რათა ქალაქში გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს. ამას რა თქმა უნდა, პარალელურად მოსდევს ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ავტობუსების ზოლებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, დაწყებულია თბილისის "მეტროპოლიტენის" მოდერნიზება და არსებული ვაგონების განახლებაც. უახლოეს მომავალში კი მეტროს 40 ახალი ვაგონის შესასყიდად, ტენდერი გამოცხადდება.
"ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ის დაპირებები, რაც ჩვენს მიერ გაიცა, შესრულდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, ეს მიმართულება პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. ის ადამიანები, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება და წინსვლა, ფიქრობენ, რომ განხორციელებული პროექტები, „ქართული ოცნების“ და მხოლოდ კახა კალაძის მიღწევაა. ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი გამარჯვება და წარმატებაა.
მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ამ ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. წინ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება და 2020 წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება.
დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენი ქალაქით და იმ პროექტებით, რომელიც განხორციელდება, ყველანი ვიამაყებთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
"ისუზუს" მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.
გარდა ამისა, გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები.
ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება: N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი; N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი; N45 - მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" - სოფელი გლდანი; N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური "ღრმაღელე"; N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; N73 - მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" - გლდანულა; N99 - მეტროსადგური "დელისი" - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში თბილისს დამატებით, "ისუზუს" მარკის 40 ერთეული ავტობუსი შეემატება. გასულ წელს შპს "სატრანსპორტო კომპანიამ" მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სულ "ისუზუს" მარკის 220 ერთეული და "მანის" მარკის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.
ახალი ავტობუსების წარდგენის ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, ასევე, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია - გია ვოლსკი
- დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს სთავაზობ ქრთამს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან? - კახა კალაძე ხაბეიშვილის დაკავებაზე
- ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით, ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას - პეტრე ცისკარიშვილი
- რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი
საზოგადოება
- 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
სამართალი
- "დროას" ცნობით, ელენე ხოშტარია დააკავეს
- ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
მსოფლიო
- საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი
- თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
- ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Driving Excellence - „თეგეტამ“ საავტომობილო სექტორში პირველად წლიური ანგარიში წარადგინა
- „შექმნილია შენთვის - ოძეკის სტანდარტებით“ – „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი მასშტაბური კამპანია
- Northern lights in the land of fire - კავკასიის რეგიონში Volvo-ს კიდევ ერთი VRE კონცეფციის შოურუმი გაიხსნა
- ვოლვო, ჯილი, ზიკერი - ახალი ენერგია რეგიონში - რა გეგმები აქვს მანანა ხინაშვილს გენერალური დირექტორის პოსტზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება