ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იარაღი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 15:05 | 10.01.2020
ნანახია: 1921

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იარაღი გაიტაცეს. ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის მუჰამედ ქილბას განცხადებით, ოპოზიციის მომხრეებმა იარაღის საცავი გატეხეს ხელში იარაღის გარკვეული რაოდენობა ჩაიგდეს.

სეპარატისტების წარმომადგენელთა თქმით, არეულობების შედეგად ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შვიდი ადამიანი დაშავდა.

ოკუპირებულ სოხუმში არეულობები გრძელდბა. ოპოზიციის მომხრეთა აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. 

ისინი უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ჰაჯიმბამ გაიმარჯვა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ჰაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე