მექსიკაში, მასობრივ სამარხში 18 ცხედარი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:07 | 09.01.2020
ნანახია: 716

მექსიკაში, ხალიკსოს შტატში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 18 ცხედარი იყო მოთავსებული. ამის შესახებ ადგილობრივი პროკურატურა მიკორბლოგ Twitter-ში წერს.

 პროკურატურის ცნობით, იდენტიფიცირებულია მხოლოდ ოთხი გარდაცვლილი.

სამარხი გასული წლის ნოემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში იპოვეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებული 15პირი ერთი ნარკოკარტელის წარმომადგენელი იყო, რომლებიც ადამიანების გატაცებითა და მათი წამებით იყვნენ დაკავებულნი. ოპერაციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა 8 ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის ორი უცხოელი.

მანამდე ხალიკსოს შტატში პოლიციამ ორ მასობრივ სამარხს მიაგნო, ერთ-ერთ მათგანში 31 ცხედარი აღმოჩნდა, მეორეში კი - 50.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე