გრიპის ვირუსი არის ყველა ქვეყანაში ყოველ წელს და ჩვენც როგორმე გადავიტანთ ამას - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 16:44 | 25.12.2019
ნანახია: 2004

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის გავრცელება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინა არ არის საჭირო.

"ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია. ვაქცინა, ეს არ არის პანაცეა, ამიტომ არ ვთვლი, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინა არის საჭირო.

გრიპის ვირუსი არის ყველა ქვეყანაში ყოველ წელს და ჩვენც როგორმე გადავიტანთ ამას," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე