ჯანმრთელობისთვის საშიში სმარტფონები დასახელდა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 25.12.2019
ნანახია: 4690

იურიდიულმა ფირმა FeganScott-მა Samsung-სა და Apple-ს სასამართლოში უჩივლა, როგორც ფირმის წარმომადგენლები აცხადებენ, სმარტფონების ზოგიერთი მოდელი ელექტრომაგნიტური გამოსხივების დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს. წერს Gizchina.

როგორც FeganScott-ის უფროსმა მენეჯერმა ბეტ ფეგანმა აღნიშნა, მწარმოებლები სასჯელს იმსახურებენ, რადგან მათი გაჯეტები ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ბრალდება ეფუძნება აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ლაბორატორიის კველევას, რომელიც ადასტურებს, რომ Samsung-სა და Apple-ს ზოგიერთი მოდელი დასაშვებ ნორმებს არ შეესაბამება.

საშიში აღმოჩნდა iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone XR. ამასთან, iPhone 8-ს გამოსხივების დონე ნორმაზე ხუთჯერ მაღალია. საშიში სმარტფონების ჩამონათვალში ასევე შევიდა Samsung Galaxy S9, Samsung Galaxy S10 და Samsung Galaxy S8, ამ უკანასკნელში გამოსხივების დონე დასაშვებზე სამჯერ მაღალია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე