Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 24.12.2019
ნანახია: 658

ჟურნალმა Forbes-მა 2010-2019 წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი წილად ხვდა კრივში ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს ფლოიდ მეივეზერს, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში 915 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

ამერიკელმა მოკრივემ უკან ჩამოიტოვა პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი.

ტოპ-ათი ასე გამოიყურება:

  1. ფლოიდ მეივეზერი (აშშ, კრივი) – 915 მლნ დოლარი.
  2. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ფეხბურთი) – 800 მლნ
  3. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) – 750 მლნ
  4. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 680 მლნ
  5. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) – 640 მლნ
  6. ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი) – 615 მლნ
  7. ფილ მიკელსონი (აშშ, გოლფი) – 480 მლნ
  8. მენი პაკიაო (ფილიპინები, კრივი) – 435 მლნ
  9. კევინ დიუარტი (აშშ, კალათბურთი) – 425 მლნ
  10. ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, ფორმულა-1) – 400 მლნ დოლარი.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე