ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 13.12.2019
ნანახია: 1233

13 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8647 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8661 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.14 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2024 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1900 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.24 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4951 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8341 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 დეკემბერიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე