ბორის ჯონსონმა ელისაბედ მეორეს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 13.12.2019
ნანახია: 856

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი დედოფალ ელისაბედ მეორეს ბუკინგემის სასახლეში შეხვდა და ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა. ამის შესაებ გაზეთი Daily Mail-ი იუწყება.

ჟურნალისტების ცნობით, შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერი თავის იფიციალურ რეზიდენციაში დაუნინგ-სტრიტზე დაბრუნდა.

ბრიტანელი ჟურნალისტები აღნიშავენ, რომ ჯონსონმა დედოფლისგან ნებართვა მიიღო, თუმცა ელისაბედ მეორესთან საუბრის შედეგებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართა, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პრემიერ ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე