მარია ზახაროვა განმარტავს, რატომ არ ჩამოდის თბილისში

საქართველო, თბილისი - 15:18 | 13.12.2019
ნანახია: 1099

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ თბილისში, სადაც არასდროს ყოფილა, ჩავიდოდა, მაგრამ თავს იკავებს, რათა პროვოკაციის საბაბი არ გახდეს.

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ორ მხარეს ცხოვრობენ, ისინი საქართველოს მოქალაქეები, ეროვნებით ქართველები არიან. ბოლო ათი წელია, იისნი სტუმრად მეპატიჟებიან. ისინი ღირსეული ადამიანები არიან, თავიანთი ქვეყნის პატრიოტები, თანამედროვე საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ძალიან მინდა ვესტუმრო, რადგან მათ სიამოვნებით ვმასპინძლობ მოსკოვში, ჩვენ ვკამათობთ, ვმსჯელობთ პრობლემებზე. არასდროს ვყოფილვარ თბილისში... და მესმის, რომ ამას ვერ შევძლებ, ვგრძნობ რა პასუხიმგებლობას... რათა არ გავხდე მორიგი პროვოკაციის საბაბი“, - განაცხადა ზახაროვამ სააგენტო Sputnik-ის ვიდეოხიდ კიშინიოვი-თბილისი-მინსკის დროს.

მან აღნიშნა, რომ მშობლები და მეზობლები ბავშვობაში უყვებოდნენ  თბილისის სილამაზეზე.

„ეს მტკივნეული საკითხია მათ შორის ჩვენთვისაც. ის უფრო მეტად დიდია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური მოსაზრება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე