ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 14:44 | 13.12.2019 ნანახია: 1132
ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე უკრაინის მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენს ორ მოძმე ხალხს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის განვითარებისა და წინსვლისკენ. ჩვენ გვაერთიანებს როგორც წარსული, ასევე გვაკავშირებს მსგავსი გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფოები დგანან - ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ერთობლივად შევძლებთ ძალზე ეფექტური და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმას.
მოხარული ვარ, რომ დღეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და უკრაინას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ. ეს სწორედ ის ფორმატი და სტრატეგიული ურთიერთობის ის დონეა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს უნდა აერთიანებდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საქმიანობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს გიორგი გახარიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში.
"ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი აერთიანებს, გვაქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები - ეს არის ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ჩვენმა ურთიერთობამ და ქვეყნების ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც პარლამენტის ასევე - სხვა დონეზე", - განაცხადა დმიტრო რაზუმკოვმა.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















