პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:10 | 12.12.2019
ნანახია: 1135

პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაურკვეველი სითხის დაქცევის გამო პარლამენტის სხდომაზე ამ დრომდე შესვენებაა გამოცხადებული. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. მომწავლელი სითხის დაქცევაში მმრათველმა გუნდმა "ევროპული საქართველოს" წევრები დაადანაშაულეს, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ოპოზიცია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე