პარლამენტის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 11.12.2019
ნანახია: 706

პარლამენტის შენობასთან, გვიან ღამით, დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს ორი პირი დააკავეს.

პირები, რომლებსაც პარლამენტის შენობის წინ კარვები აქვთ გაშლილი, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

პოლიციამ ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.  

"ეს იყო პროვოკაციის მიზნით მოწყობილი ამბავი. კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ. ვინ იყვნენ ის პიროვნებები, საიდან მოვიდნენ. მონაწილეობას ვიღებდი გაშველებაში, ვცდილობდი გამეშველებინა, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვცადე ხელით გამეშველებინა, არ გამოვიდა," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე