ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:10 | 10.12.2019
ნანახია: 686

ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში და ფრაქციის და უმრავლესობის აპარატიც კი არ ეხმიანებოდა მას სხვადასხვა საკითხებზე, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება ალექსანდრე ერქვანიას გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ.

"სამწუხაროა, მისი უმრავლესობიდან გასვლა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში და ფრაქციის და უმრავლესობის აპარატიც კი არ ეხმიანებოდა მას სხვადასხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე, ეს იყო მოსალოდნელი", - ასე აფასებს მამუკა მდინარაძე ალექსანდრე ერქვანიას გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ.

ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დღეს დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე