14 დეკემბრის ღონისძიება არის იმისთვის, რომ საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი რეალური სახე - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 15:35 | 10.12.2019
ნანახია: 734

14 დეკემბრის ღონისძიება ეძღვნება ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„14 დეკემბრის ღონისძიება. ეს არის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას. რასაკვირველია იქ ჩენი მხარდამჭერებიც იქნებიან, რასაკვირველია იქ აქტივიც იქნება. ეს არის ღონისძიება იმისათვის, რომ საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი რეალური სახე, ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეალური მიმართულება და ასევე დავანახოთ, რომ არ ხდება ჩვეულებრივად ეს პროცესი, რომელსაც ქვია ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბება და არ შეიძლება ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე იყოს დამყარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს და კმარას ტიპის ორგანიზაცია შექმნეს. ყურადღებით ვიყოთ, მხარია დავუჭიროთ ერთმანეთს და ფიზიკურად ნუ დავუპირისპირდებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ და არ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ხვალ“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე