მამაკაცმა, რომელმაც ჩეხეთის კლინიკაში 6 ადამიანი მოკლა, თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 10.12.2019
ნანახია: 784

მამაკაცმა, რომელმაც ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას კლინაკში ექვსი ადამიანი მოკლა, თავი მოიკლა.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა მსროლელის ავტომობილს მიაგნეს. დაკავებამდე მან თავი მოიკლა. მამაკაცის ვინაობა დგინდება.

მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა და მისი განკურნება არავის სურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იმ კომპანიის ხელმძღვანელმა განუცხადა, სადაც ეს ადამიანი მუშაობდა.

მისი თქმით, თავდამსხმელი 42 წლის იყო და კომპანიაში ტექნიკოს-მშენებლად მუშაობდა. მისივე თქმით, მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული.

 „მან თავში ჩაიბეჭდა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული და მისი განკურნება არავის სურდა. ყველგან დადიოდა და ამაზე საუბრობდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა. 14 დღის წინ კა შეგვატყობინა, რომ ავადმყოფობის გამო შვებულებაში გავიდა. მეტი არაფრის თქმა შემიძლია“, - განუცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებს.

ინციდენტი ქლაქის საავადმყოფოში დილით მოხდა. სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ორი დაიჭრა. ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში, შს მინისტრი იან გამაჩეკი და ჯანდაცვის მინისტრი ადამ ვოიტეხი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე