სამი მოქალაქე ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზაობდა - უკანონო თევზჭერა ბოლნისში

საქართველო, თბილისი - 13:14 | 10.12.2019
ნანახია: 901

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლნისში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხრამზე, სამი მოქალაქე, ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს ხელჩანთაში აღმოაჩნდათ ხრამულის სახეობის 14 კგ თევზი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ე.წ. გვარჯილა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს აღნიშნული ნივთები ჩამოართვეს და დალუქეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე