საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 10.12.2019
ნანახია: 994

საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში  საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცი, ჩამომხრჩვალი, ციხის თანამშრომლებმა ნახეს. ახლობლებს ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა მეგობრებმა შეატყობინეს.

ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. ის შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე