იოლანდა კაკაბაძე - ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 10.12.2019
ნანახია: 825

იოლანდა კაკაბაძე, ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი, დაიბადა 1948 წლის 15 სექტემბერს, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში.

იოლანდა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი ლიდერი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებში.

იოლანდა კაკაბაძე თავდაპირველად განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობდა კიტოს უნივერსიტეტში. თუმცა სწავლის დასრულების შემდგომ ის აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

იოლანდას თქმით, მისი გადაწყვეტილება, შეეცვალა პროფესია და განათლების ფსიქოლოოგიდან გარემოსდაცვით სფეროში გადმოენაცვლა, განაპირობა მის წინაშე მდგარმა დიდმა გამოწვევამ და დაუოკებელმა სურვილმა, უკეთ დაენახა კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის და შეესწავლა ადამიანებში არსებული პოტენციალი იმისა, რომ ხელი შეუწყონ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და დადებითი გავლენა იქონიონ მათზე.

არასამათავრობო სექტორში აქტიური საქმიანობის პარალელურად, ის გარკვეული პერიოდი საჯარო სექტორშიც მოღვაწეობდა და 1988-200 წლებში ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრი გახლდათ.

გარდა ამისა, 1996-2004 წლებში ქართველი გარემოსდამცველი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრეზიდენტი და ამავდროულად, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მმართველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2010-2017 წლებში კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტი იყო, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ბუნების დამცველი ორგანიზაციაა 5 მილიონი მხარდამჭერით მთელი მსოფლიო მასშტაბით და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

იოლანდა კაკაბაძე დღემდე აქტიურად მუშაობს ჩვენი გარემოს შენარჩუნებისა და მდგრადობისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ იოლანდა კაკაბაძე მთელი თავისი ცხოვრება გარემოს დაცვასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა, რაზეც მისი ბიოგრაფია და მსოფლიოში დამკვიდრებული სახელიც კარგად მეტყველებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე