გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით… ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია - ევროპარლამენტარი

საქართველო, თბილისი - 11:00 | 10.12.2019
ნანახია: 647

ცოტა გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით იმიტომ, რომ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებაზე რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.

“ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ცოტა გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით იმიტომ, რომ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია. პოლიტიკურ ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეროვნულ არასამთავრობო სექტორს მათი კრიტიკულობის გამო აკრიტიკებდე, ძალიან ცუდი სტილი და ცუდი დემოკრატიული პოზიციაა. მე, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა გავაცნობიერო და თვალი გავუსწორო კრიტიკას. თუ ამას არ გავაკეთებ, თუ ვერ გავაცნობიერებ, მაშინ პოლიტიკაში რა მესაქმება?. დიდი იმედი მაქვს მედიალანდშაფტი არ შეიცვლება საქართველოში, მრავალმხრივობა“, - თქვა ევროპარლამენტარმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე