ივანიშვილი განსაზღვრავს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს დემოკრატიის უდიდესი პრობლემაა - ევროპარლამენტარი

საქართველო, თბილისი - 10:55 | 10.12.2019
ნანახია: 585

ივანიშვილი ოლიგარქია, აბა, სხვა რა არის?! შემთხვევით პარტიასაც ხელმძღვანელობს, მართავს, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც ფულით აქვს ძალიან დიდი გავლენა, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე თუ რა არის მიზეზი, რომ დასავლური გავლენიანი მედია ბოლო დროს ბიძნა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს.

„აბა, სხვა რა არის?! შემთხვევით პარტიასაც ხელმძღვანელობს, მართავს, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც ფულით აქვს ძალიან დიდი გავლენა. მე პირადად საფრთხედ მიმაჩნია, ეს არ არის მდგრადი. მე ვისურვებდი..... როდესაც ადამიანს აქვს დიდი ფული და ამ დიდი ქომნებრივი შესაძლებლობებით სხვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ის ხელმძღვანელობს და მართავს პარტიას და ეს მმართველობა ბოლომდე გამჭვირვალე არ არის. ის განსაზღვრავს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, კანდიდატი შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისა. ის კულუარულად მართავს და ქაჩავს ძაფებს. მას არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ეს არის დემოკრატიის უდიდესი პრობლემაა, როდესაც ვიღაც დიდი ფულითა და დიდი გავლენით ქვეყანას მართავს. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, საქართველოს მოსახლეობისთვის, ამომრჩევლსთვის, პოლიტიკა და ბიზნესი არ იყოს გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან“, - თქვა ევროპარლამენტარმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე