ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 09.12.2019
ნანახია: 861

9 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2606 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2690 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.84 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5077 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8789 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 დეკემბერიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე