არასწორია მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ვისაუბროთ, სხვა ოჯახებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 09.12.2019
ნანახია: 778

არასწორია მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ვისაუბროთ, სხვა ოჯახებიც არანაკლებად ელოდებიან შეწყალების გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა, ვინ არის შეწყალების აქტზე. სხვა ოჯახებიც არანაკლებად ელოდებიან შეწყალების გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი, ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ. არ მესმის, რატომ არის აქცენტი და საუბარი მხოლოდ მამალაძეზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე