საპენსიო რეფორმის წარმატება არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული - ნათია თურნავა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 09.12.2019
ნანახია: 845

„ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე საპენსიო რეფორმა დამოკიდებული არ არის იმიტომ, რომ რეფორმა არის ძალიან კარგად და მკაცრად რეგლამენტირებული კანონმდებლობით და ის ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია," - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აისახება საპენსიო რეფორმაზე საპენსიო ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელის გადადგომა.
მინისტრის განცხადებით, საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი წარმატებული პროცესია, რომელიც კანონმდებლობითაა გარანტირებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე