საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 06.12.2019
ნანახია: 754

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადები, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს, 12:00-18:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე