პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 13:38 | 06.12.2019
ნანახია: 370

სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ამ პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშო მიმდინარეობდა.

"საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს, როცა ეს შეეხება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას", - განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იყო, მათ შორის ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა.

11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე