არ ენდო პუტინს - პოროშენკო ზელენსკის

საქართველო, თბილისი - 13:04 | 06.12.2019
ნანახია: 923

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პარიზში დაგაგმილი „ნორმანდიული ოთხეულის“ (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა) სამიტზე ღელავს და ქვეყნის მოქმედ ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პირისპირ არ შეხვდეს.

 „ყველაზე მნიშვნელოვან რჩევა: არ ენდო პუტინს... ვურჩევდი (ზელენსკის) თავიდან აირიდოს პუტინთან პირისპირ შეხვედრა“, - წერს პოროშენკო გამოცემა „უკრაინსაკია პრავდას“ ბლოგში.

ის ზელენსკის ასევე ურჩევს არ ჩართოს „ნორმანდიული სამიტის“ დღის წესრიგში გაზის საკითხი, რათა რუსეთსს არ მიეცეს შესაძლებლობა უკრინისთვის შეთანხმების არახელსაყრელი პაკეტის ფორმირება, რომლის შედეგადაც უკრაინა იაფი გაზის გამო მნიშვნელოვან დათმობებზე წავა.

 „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა პარიზში 9 დეკემბერს იმართება. რუსული მხარის განცხადებით, სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე