ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გამართეს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 06.12.2019
ნანახია: 743

ბათუმში გაიმართა მსვლელობა  მშვიდობიანი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. მსვლელობა ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლის მიმართულებით გამართეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი მსვლელობა გამაფრთხილებელი ხასიათის იყო და თუ ხელისუფლება დანაპირებს დროულად არ შეასრულებს პროტესტი გაგრძელდება. დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და რეგიონში არჩევნები სწორედ პროპორციული წესით ჩატარდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე