მაღაზიის ძარცვის მცდელობისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 06.12.2019
ნანახია: 453

ოთხი ადამიანი დაიღუპა აშშ-ში, ფლორიდს შტატში საივუელირო მაღაზიის გაძარცვის მცდელობისას. იუწყება გაზეთი Miamy Herald-ი.

ორი მამაკაცი  ქალაქ კორალ გეიბლსში მაღაზიაზე თავდასხმას ცდილობდა, მაგრამ მაღაზიის თანმაშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. თავდამსხმელებმა გადაზიდვის სერვისის ავტომობილი გაიტაცეს, მძღოლი კი მძევლად აიყვანეს.

სამართალდამცველების დევნის შედეგად, სროლას ემსხვერპლა შემთხვევითი გამვლელი და მძევალი. ამის გარდა, პოლიციამ მოკლა თავდამსხმელებიც. ასევე დაიჭრა მაღაზიის თანამშრომელი ტყვიის რიკოშეტის შედეგად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე