პარიზში საპროტესტო აქციების დროს 90 დემონსტრანტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 06.12.2019
ნანახია: 130

პარიზში საპროტესტო აქციებისას 90 ადამიანი დააკავეს. არიან დაშავებულებიც.

გუშინ საფრანგეთის უმსხვილესმა პროფკავშირებმა პარიზში მასობრივი აქციები დაიწყეს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ.

გუშინ არეულობების შედეგად დემონსტრანტებმა დაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინები, დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, რომლბსაც ესროდნენ პეტარდებსა და ასაფეთქებელ პაკეტებს. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეებმა დაწვეს საბურავები, ერის მოედანი და მიდმებარე ქუჩები კვამლით იყო დაფარული.

საპროტესტო აქციები გაიმართა ნანტსა და ბორდოშიც, რომლებსაც უწესრიგობები და პოლიციასთან შეტაკებები მოყვა, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრმელსადენი გაზი გამოიყენეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე