ერთი ფბ პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? - ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 05.12.2019
ნანახია: 733

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. 

„ერთი ფბ პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე და უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაგზავნილ უწყებას აქვეყნებს.

„მოქალაქე ნიკა გავრამია 2019 წლის 6 დეკემბერს 11:00 საათზე გამოძახებულია მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით“, - წერია უწყებაში.

გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა დაამხონ უზურპატორი.

„სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.

საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც

არც თავისი ნებით მიდის

და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე