დასახელდა 2020 წლის ფერი

საქართველო, თბილისი - 14:58 | 05.12.2019
ნანახია: 1411

ფერის კვლევის ცენტრმა Pantone-მა, 2020 წლის მთავარ ფერად კლასიკური ლურჯი დაასახელა.

 „ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ნდობა და რწმენა სჭირდება. დამაჯერებლობას  PANTONE ანიჭებს 19-4052 „კლასიკურ ლურჯს“. საიმედო და მტკიცე ლურჯ ფერს, რომელსაც შეიძლება ყოველთვის ვენდოთ“, - განაცხადა  ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიტრის ეიზმანმა.  

ცენტრის ვერსიით, 2019 წლის ფერი ნარინჯისფერი იყო, 2018 წელს კი -  ულტრაიისფერი.

ინსტიტუტი Pantone უკვე 50 წელია არსებობს და ამ სფეროში ავტორიტეტად მიიჩნევა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე