პარლამენტში აკაკი ზოიძეს პაატა გოგოხია შეცვლის

საქართველო, თბილისი - 16:48 | 02.12.2019
ნანახია: 842

საქართველოს პარლამენტში დეპუტატ აკაკი ზოიძეს „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიის შემდეგი პირი პაატა გოგოხია შეცვლის.

პარლამენტის დატოვების შესახებ ზოიძემ მედიის წარმომადგენლებს დღეს განუცხადა.

მისი თქმით, თავის ადგილს პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეში ვეღარ ხედავს.

პარლამენტში, კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ  თავისი  პოლიტიკურ გეგმების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე