შოტლანდიის სანაპიროზე გამორიყული ვეშაპის კუჭში 100 კგ-ზე მეტი პლასტმასისა და სხვა სახის ნარჩენები აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 02.12.2019
ნანახია: 931

შოტლანდიის სანაპიროზე გამოირიყა ვეშაპი, რომლის კუჭშიც 100 კგ-ზე მეტი პლასტმასისა და სხვა სახის ნარჩენი აღმოაჩინეს. იუწყება გაზეთი Scottish Sun-ი.

26-ტონიანი ვეშაპი ნაპირზე გამორიყვდან მალევე მოკვდა.

გაზეთის ინფორმაციით, ვეშაპის კუჭში დაგროვდა გაზის დიდი რაოდენობა, რომელიც ნარჩენების ლპობის შედეგად წარმოიქმნა. მის კუჭში აღმოჩნდა პლასტმასის ბოთლები, ჭიქები და თევზსაჭერი ბადეები.

შოტლანდიის ზღვის ცხოველების დაცვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცხოველის მუცელში აღმოჩენილი პლასტმასა, ვეშაპს ატლანტის ოკეანის ნებისმერი წერტილში შეეძლო გადაეყლაპა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე