წლის საუკეთესო მონა - სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძეს „ქორთიარდ მარიოტთან“ აქციით დახვდნენ

საქართველო, თბილისი - 15:13 | 02.12.2019
ნანახია: 657

მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ. კობახიძე „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა კობახიძეს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მათი განცხადებით, დანაპირებს ასრულებენ და ხელისუფლების წევრებს უხერხულობას უქმნიან.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები – „წლის საუკეთესო მონა”, „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე