გარდაბანში, ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ ორ მამაკაცს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 14:38 | 02.12.2019
ნანახია: 705

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები მეთევზეები არიან. ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

საგანგებო სიტაუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე