2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტებში ცვლილება შევა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 02.12.2019
ნანახია: 710

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტებში ცვლილება შევა.

ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე:

1) მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.

2) მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე