კიევში დეპუტატის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 02.12.2019
ნანახია: 856

კიევში უცნობმა პირმა კიევის საოლქო საბჭოს დეპუტატის ვიაჩესლავ სობოლევის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა მისი სამის წლის ვაჟი.

კიევის პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი კიევის ცენტრში, ლევ ტოლსტოის ქუჩაზე მოხდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

დეპუტატმა მედიას დაუდასტურა, რომ სროლის შედეგად მისი შვილი დაიღუპა. მან სხვა დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე