ერაყში უსაფრთხოების ძალებმა 16 დემონსტრანტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 28.11.2019
ნანახია: 1064

უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად ერაყში 16 დემონსტრანტი დაიღუპა.

" მედიის ცნობით, ქალაქ ნასირიაში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებისას, რა დროსაც მათ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენეს დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაჭრილია 152 დემონსტრანტი.

შეტაკებები ნასირიაში ღამით დაიწყო, როდესაც უსაფრთხოების ძალები ცდილობდნენ დემონსტრანტები ზეითუნის ხიდიდან გაედევნათ. გავრცელებული ცნობით, შეტაკებები ამ დრომდე გრელდება.

ერაყში საპროტესტო აქციები ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან და უმუშევრობასთან ბრძოლის გამკაცრებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციების დაწყების დღიდან ერაყში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 ათასი კი დაშავდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე