ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქტივისტები აქციას მართავენ

საქართველო, თბილისი - 15:03 | 21.11.2019
ნანახია: 803

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქტივისტები აქციას მართავენ. მათ ნაგვის ურნა მიიტანეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ქართული ოცნების თავმჯომარე "პოლიტიკურ სანაგვეზე" უნდა გადააგდონ. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა მაჟორიტარების ფოტოები დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს.

აქციის მონაწილეებს თან პლაკატები და ბოქლომი აქვთ. "გადაუხადე დანაპირები ხალხს", "შეცვალე" - წერია პლაკატებზე. აქტივისტები ცდილობენ ბიზნესცენტრს ბოქლომი დაადონ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე