"მონანიებას" ბრიუსელში, საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

საქართველო, თბილისი - 14:32 | 21.11.2019
ნანახია: 213

20-30 ნოემბერს ბრიუსელი Regained Freedom International Film Festival-ს უმასპინძლებს.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 ნოემბერს კინოფესტივალზე შედგება თენგიზ აბულაძის "მონანიებას ჩვენება.

"მონანიებას" ბრიუსელში რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგენს, როგორც ფილმის სცენარის ავტორი.

თენგიზ აბულაძის ფილმს მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი".

ასევე, პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე. იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე