არ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავისუფლებისთვის ვიბრძოლო - ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:12 | 21.11.2019
ნანახია: 755

ეს არის ხელოვნურად პოლარიზებული, პოლიტიკური ხელოვნური ველი, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ ერთი ერთზე დარჩეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს ქვეყანა არ განვითარდეს, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავისუფლებისთვის ვერ ბრძოლებს და მათ გვერდით ვერასოდეს დადგება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა ვუთხრათ, ვინ არიან, რა არიან, როგორი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ის, ერთმანეთში როდის გაიყოფიან, როდის დაიშლებიან, როდის დადგებიან. თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ადამიანებს ხელს ნუ შეუშლიან შენობაში შესვლაში. თუ რამის თავი აქვთ, სხვა ფორმით გააპროტესტონ. მოწინააღმდეგე დეპუტატებს აქვთ ბიუროები, შეაწუხონ. არ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავისუფლებისთვის ვიბრძოლო, მათთან ვერასოდეს დავდგები. ვინც დადგება, ეს მისი პრობლემაა. თავისუფლებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლა  არის ანომალია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე