გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 21.11.2019
ნანახია: 913

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებული 25 პირის სასამართლოს პროცესი გადაიდო.

ამასთან, მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება რამდენიმე საქმეზე. კერძოდ, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა გიგა მაქარაშვილს.

ირაკლი ნადირაძეს -13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

ირაკლი კაჭარავას - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

დიმიტრი ბიძინაშვილის - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

დავით მჟავანაძეს - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

ზუკა ბერძენიშვილს - 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

ელგუჯა ბაგრატიონს - 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

გიორგი ბუნტურს - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

პაატა სოსანაშვილს - სიტყვიერი გაფრთხილება;

გურამ მჭედლიშვილს - 1000-ლარიანი ჯარიმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე