გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ლექციის დროს მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 20.11.2019
ნანახია: 880

ბერლინში გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟი მოკლეს. იტყობინება ადგილობრივი მედია.

59 წლის ექიმი ფრიც ფონ ვაიცზეკერი ქალაქის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში სამეცნიერო სემინარს უძღვებოდა, როდესაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

თავდამსხმელმა ასევე დაჭრა პოლიციელი, რომელიც ცდილობდა შეეჩერებინა ის.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თავდამსხმელი დაკავებულია.

რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გაერთიანებული გერმანიის პირველი პრეზიდენტია და ამ პოსტს 1984-1994 წლებში იკავებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე