საპროტესტო აქციის დროს ყველა დაკავებული თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 09:41 | 20.11.2019
ნანახია: 854

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ყველა მომიტინგე, სულ 36 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მათი საქმეების განხილვა დღეს, 20 ნოემბერს გაგრძელდება.

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმის განხილვა გაგრძელდება ხვალ, 21 ნოემბერს.

შსს-ს განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე