ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ - ბესელია ხელისუფლებას

საქართველო, თბილისი - 16:41 | 18.11.2019
ნანახია: 823

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაარბიოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია.

ბესელიას მტკიცებით, ერთადერთი გამოსავალი მოცემული სიტუაციისგან დიალოგია.

"კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას - არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ! დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!" - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე