ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 16:05 | 18.11.2019
ნანახია: 705

ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მისი განმარტებით, ეს არის ორგანო, სადაც რამდენიმე დღეში უნდოდათ კოლექტიური მურუსიძეების დანიშვნა, საკუთარი ადვოკატის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა.

„20 ივნისი დღეს გრძელდება, მაგრამ განსხვავება არის იმ მასშტაბის ტყუილში, რომელიც აკადრა ივანიშვილმა საზოგადოებას. რაც შეეხება კახა კალაძეს, ვისაც არ ახსოვს, გაგახსენებთ – როცა უკრაინელი ხალხი ღელავდა მაშინდელი ოლიგარქი ხელისუფალის მიმართ, გამოვიდა კალაძე და თქვა, რომ სადღაც ერთ ქუჩაზე ხართ შეყუჟულები და რანაირი პროტესტი ეს არისო. რამდენიმე დღეში ის ოლიგარქი ქვეყნიდან გაიქცა. ამიტომ, კალაძე რას იტყვის, ნამდვილად არასერიოზულია. ჩვენ ჩვენი გეგმა და მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ საზოგადოების პულსზე დავადეთ ხელი, აქ ვიწრო პარტიული ინტერესით არავინ არ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი არიან გაოგნებული“,- აცხადებს ნიკა მელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე