არეულობებს რამდენიმე სამართალდამცველი ემსხვერპლა ირანში

საქართველო, თბილისი - 13:44 | 18.11.2019
ნანახია: 755

რამდენიმე სამართალდამცველი დაიღუპა ირანში არეულობების შედეგად. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალი რაბიიმ განაცხადა. ირანში საპროტესტო გამოსვლები ბენზინის გაძვირებას უკავშირდება.

 „სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანა არეულობამ და უწესრიგობამ მოიცვა. სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი თავდასხმებს ემსხვერპლა, ისინი მოწამეობრივი სიკვდილით დაიღუპნენ“, - განაცხადა რაბიიმ პრეს-კონფერენციაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე