იმერეთის რეგიონში ხანძარი ლოკალიზებულია

საქართველო, თბილისი - 12:13 | 18.11.2019
ნანახია: 691

იმერეთის რეგიონში, სოფლებში - სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ხანძარი ჩაის ბუჩქებს გაუჩნდა.

ქრობის პროცესში ჩართულია 8 ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი

ხანძრის ქრობას ღამის განმავლობაში ძლიერ ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე