კალიფორნიაში, ოჯახურ წვეულებაზე სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 18.11.2019
ნანახია: 727

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა კალიფორნიის შტატის ქალაქ ფრენსოში, ოჯახურ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად.

პოლიციის ცნობით, უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ, სადაც სახლის მცხოვრებლები და მათი მეგობრები საფეხბურთო მატჩის საყურებლად იყვნენ შეკრებილნი და ცეცხლი გახსნეს. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, კიდვ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველთა მისვლამდე თავდამსხმელებმა მიმალვა მოასწრეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე